რეალი და მბაპე უკვე შეთანხმდნენ — ცნობილია ისიც, თუ როდის გაფორმდება კონტრაქტი

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა El Chiringuito.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავთან კონტრაქტის გაფორმებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერის ყველა აუცილებელ ასპექტზე და მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებაღაა დარჩენილი.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "რეალსა" და "პსჟ"-ს შორის გასამართ 1/8 ფინალურ მატჩებამდე არანაირი ფორმალური პროცედურა არ იქნება, კონტრაქტი ამ შეხვედრების შემდეგ გაფორმდება.

როგორც აქამდე დაიწერა, მადრიდელები ზაფხულში "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვასაც გეგმავენ.

აქვე შეგახსენებთ, "რეალისა" და "პსჟ"-ს პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 15 თებერვალს, პარიზში გაიმართება, ხოლო საპასუხო 9 მარტს, მადრიდში.


კომენტარები: