რუმენიგე: "ბარსელონას დავალიანების შესახებ რომ გავიგე, ცუდად მეძინა"

02 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


„ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, საფეხბურთო კლუბების ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღესდღეობით ფინანსებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ამჟამად გვაქვს ძალიან ცუდი მაგალითი „ბარსელონას“ სახით.

გულწრფელად და გულახდილად ვიტყვი: იმ ღამეს, როცა მათი 1.5 მილიარდიანი ვალის შესახებ შევიტყვე, ცუდად მეძინა. ფეხბურთში მსგავსი მოვლენები ძალიან, ძალიან მაღელვებს.“ - აღნიშნა რუმენიგემ.

აღნიშნული ფინანსური პრობლემები „ბარსელონას" წინა ხელმძღვანელობის შეცდომების გამო შეექმნა, რაც საბოლოოდ გუნდის ლიდერების წასვლაში და ფინანსურ კრიზისში გამოისახა. 

კომენტარები: