რუმენიგემ სეირა ა-ს ფავორიტი დაასახელა

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მიუხენის "ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ ჰერც რუმენიგემ სერია ა-ს საჩემპიონო რბოლა შეაფასა და "მილანი" - "ნაპოლის" მთავარი კონკურენტი დაასახელა:

"მილანი" და "ნაპოლი" საოცრად კარგად მიდიან, თუმცა "ინტერს" ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის დრო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. "ნერაძურის" გააჩნია ყველა საჭირო უნარი ჩემპიონობის დასაცავად".

"დღეს მწვრთნელზე იმაზე მეტადაა ყველაფერი დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. სამივე გუნდს ძალიან საინტერესო მწრთვნელები ჰყავს, თუმცაინძაგი ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს, ეს აქამდეც ვთქვი".

როგორც იცით, სერია ა-ს თანაბარი 32-32 ქულით "ნაპოლი" და "მილანი" ლიდერობენ, მათი უახლოესი მდევარი კი "ინტერია" 25 ქულით.

კომენტარები: