"ზიდანი უკვე ახლა იქნებოდა პსჟ-ს მწვრთნელი, რომ არა ერთი დეტალი", - ფრანგი ჟურნალისტი

02 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


ზინედინ ზიდანს შეეძლო "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო უკვე ახლა, თუ პარიზელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალს" არ გადაეყრებოდნენ.
Téléfoot-ის ჟურნალისტი, ჟულიენ მაინარდი იტყობინება, რომ სწორედ "პსჟ"-ს დაპირისპირება ზიდანის ყოფილ კლუბთან არის მთავარი დაბრკოლება სპეციალისტის დანიშვნაში.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემთხვევაში, პარიზული კლუბის რიგებში ზიდანის დანიშვნა უკვე გარდაუვალი იქნება.
"პსჟ"-ს ამჟამინდელი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მუდმივად იღებს კრიტიკას, რომელიც გაძლიერდა საფრანგეთის თასზე "ნიცასთან" წაგების შემდეგ (0-0, პენ. 5-6).


კომენტარები: