ვარსკვლავური სია - ზიდანმა "პსჟ"-ს 5 ტრანსფერი შეუკვეთა

10 იანვარი 2022, ორშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ RMC Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდებოდა და ის "პარი სენ-ჟერმენს" ჩაიბარებდა.

ეს ცნობები სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს საქმიანობით ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოა.

DefensaCentral გვთავაზობს იმ მოთამაშეებს, რომლებიც, შესაძლოა, ზიდანმა "პსჟში" მისვლის შემთხვევაში მოითხოვოს.

პირველი სამიზნე ფრანგი სპეციალისტის თანამემამულე პოლ პოგბაა, რომლის მიმართ სიმპათიაც მას წლების განმავლობაში ჰქონდა.

ნახევარმცველთან ერთად, ზიდანს კლუბში ძლიერი ცენტრალური ფორვარდიც სურს და ამ პოზიციაზე 2 ვარიანტს განიხილავს: ერლინგ ჰოლანდსა და რომელუ ლუკაკუს.

მორიგი მოთამაშე, რომლითაც პარიზული კლუბი დაინტერესდება, ნ'გოლო კანტეა, რომელიც ფრანგი მწვრთნელის ერთ-ერთი ფავორიტი ნახევარმცველია.

ბოლოს, ზინედინ ზიდანი ყოფილი შეგირდის, ედენ აზარის გადაბირებასაც შეეცდება. მას სჯერა, რომ ბელგიელი სხვა კლუბში გადასვლით ძველ ფორმას დაიბრუნებს.

ასე და ამგვარად, თუ ესპანურ ვებგვერდს დავუჯერებთ, ფრანგ სპეციალისტს "პარი სენ-ჟერმენში" დიდი გეგმები აქვს.

კომენტარები: