"ფანტასტიკური ხარ და დაცვას მაესტროსავით კარნახობ", - რონალდინიო ვან დეიკს

27 იანვარი 2022, ხუთშაბათი


ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ ვირჯილ ვან დეიკი სოციალურ ქსელში შეაქო.

„კრისტალ პალასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც ვან დეიკმა გოლი გაიტანა, ჰოლანდიელმა მცველმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და მას რონალდინიომ დაუკომენტარა:

„ფანტასტიკური ხარ, ელეგანტულად თამაშობ და დაცვას მაესტროსავით კარნახობ. გილოცავ.“ - წერს რონალდინიო.

ამ სეზონში ვან დეიკმა პრემიერ ლიგის 20 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

რონალდიმიომ საფეხბურთო კარიერა 2018 წლის 16 იანვარს ოფიციალურად დაასრულა, მისი უკანასკნელი კლუბი კი „ფლუმინენსე“ იყო.


კომენტარები: