რონალდინიო: "მბაპე დიდი ხნით დარჩება პსჟში, რადგან..."

29 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


"პარი სენ-ჟერმენის" ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონალდინიომ მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ კილიან მბაპე დიდი ხნით დარჩება პსჟში, რადგან მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს სურს პარი სენ-ჟერმენში თამაში. 

ამჟამად ფრანგული გრანდი მსოფლიოში საუკეთეოს კლუბია. მბაპეს კარიერას სრულყოფილებამდე ჩემპიონთა ლიგის ტიტული აკლია, რასაც ვფიქრობ, რომ მალე მოიპოვებს პარიზში.

ყველამ იცის, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები არიან, მბაპეს ამ კლუბიდან გადაბარგებას არ მივიჩნევ მიზანშეწონილად". - განაცხადა რონალდინიომ.


კომენტარები: