"ეს აუცილებლად უნდა ითქვას" - ანჩელოტის განცხადება "ელჩესთან" მატჩის შემდეგ

21 იანვარი 2022, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ესპანეთის თასის მერვედფინალში "ელჩე" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. დამატებით დროში მარსელოს გაძევებას მასპინძელთა გოლი მოჰყვა.
საბოლოოდ კი ისკოს და აზარის გოლებით "სამეფო გუნდმა" კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
მადრიდელთა მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
"ეს აუცილებლად უნდა ითქვას, აზარმა და ისკომ თამაში მოგვაგებინეს. დღევანდელ მატჩში გამარჯვებამ ბედნიერება მომანიჭა."
"მარსელოს წითელი ბარათი? მან მითხრა, რომ "ელჩეს" მოთამაშეს არ შეხებია, თუმცა მსაჯისთვის გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, იგივე მოხდა ვასკესზე ჯარიმის ეპიზოდშიც.
"მარსელომ დღეს შესანიშნავად ითამაშა. მას მომდევნო თამაშებშიც გამოვიყენებთ", - განაცხადა იტალიელმა.
 


კომენტარები: