კარლომ პიკეს კბილი გაკრა - ანჩელოტის განცხადება ფინალის შემდეგ

18 იანვარი 2022, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, დღეს, მადრიდის "რეალი" ბილბაოს დაუპირისპირდა და ესპანეთის სუპერ თასის ტიტულს დაეუფლა.

შეხვედრაში ანგარიში მოდრიჩმა გახსნა, სხვაობა ორამდე კი კარიმ ბენზემამ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაზარდა.

მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"დღეს ბურთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეჭირა(იცინის).

მოდრიჩი ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც კაზემირო და კროოსი. როდესაც მათი დონე ეცემა, მატჩზე კონტროლს ვკარგავთ.

ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა".

რა თქმა უნდა, პირველი განცხადება კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს ხერარდ პიკეს ეკუთვნის, რომელმაც ნახევარფინალური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ "რეალი" "ბლაუგრანას" კონტრშეტევების ხარჯზე ეთამაშებოდა.


კომენტარები: