იბრაჰიმოვიჩი: "გოლს მაშინ ავღნიშნავ, როდესაც ბურთის გატანას შეხვედრის დროს ვახერხებ"

20 იანვარი 2022, ხუთშაბათი


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ მედიასთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ძალიან მოწყენილი და სევდიანი ვარ ხოლმე, როცა ხელიდან რეალურ შანსს ვუშვებ. გაფუჭებულ პენალტს ასეთად არ მივიჩნევ, ამას არ ვგულისხმობ. როცა პენალტი გამაქვს, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვარჯიშისას გავიტანე და საჭიროდ არ ვთვლი, რომ პენალტის გატანის შემდეგ გოლი ხტუნვით აღვნიშნოთ და განსაკუთრებულად ვიზეიმოთ."

"გოლს მაშინ აღვნიშნავ, როცა ბურთის გატანას შეხვედრის მსვლელობისას ვახერხებ.

ჩემს წიგნებში მხოლოდ ასეთი გოლები შეიძლება მოხდეს და არა მომენტი, როცა ბურთთან მარტო ვდგავარ და ყველა მოთამაშე ჩემს უკან დგას. წინ კი მხოლოდ უმწეო მეკარეა", - განაცხადა ზლატანმა

კომენტარები: