იბრაჰიმოვიჩი: "ტექნიკის დონე ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და სერია ა-ში უფრო მაღალია, ვიდრე პრემიერ ლიგაში"

25 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრემიერ ლიგის დონე ევროპის სხვა ლიგების სიძლიერეს შეადარა.

"პრემიერ ლიგაში ტექნიკის დონე გადაფასებულია. მაგრამ პრემიერ ლიგას სხვა თვისებები აქვს: ტემპი, რიტმი", - ციტირებს შვედი სუპერვარსკვლავის სიტყვებს The Guardian-ი.

"შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო იყო, თუმცა, თუ ამ ტემპსა და რიტმს ვერ გაუმკლავდები, პრემიერ ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევ".

"ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და სერია ა-ში უკეთესი ტექნიკაა. ამიტომაც არის ამდენი ლეგიონერი პრემიერ ლიგაში. ისინი ამ ლიგას ტექნიკას მატებენ", - დასძინა ზლატანმა.

შეგახსენებთ, 40 წლის იბრაჰიმოვიჩს ინგლისის ჩემპიონატში უთამაშია, სადაც 2016 წლიდან 2018 წლამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.


კომენტარები: