ალაბამ მედიასთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა - ავსტრიელის საინტერესო განცხადებები

02 იანვარი 2022, კვირა


მადრიდის "რეალის" მცველმა დავიდ ალაბამ მედიასთან სხვადასხვა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"გასახდელში ინგლისურად თითქმის არავინ ლაპარაკობს ყველას ესპანურ ენაზე ურჩევნია საუბარი.

"იმისათვის, რომ თანაგუნდელებს სხავდასხვა რჩევები მივცე და მათთან კომუნიკაცია დავამყარო, საჭიროა ესპანური ენა კარგად ვისაწვლო.

"რა თქმა უნდა, "ბლანკოსში" ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის ეს წელი ჩემთვის საინტერესო იყო.

"ჩვენი დაცვის ხაზი მაღლა არის ამოწეული, როგორც ეს ფლიკის "ბაიერნში" იყო. ლალიგის კლუბების უმრავლესობა ძალიან უკნიდან თამაშობს.

"თავიდან 27 ნომრიანი მაისური მსურდა, მაგრამ ლალიგის წესების მიხედვით ამ ნომერს ვერ ავიღებდი.

"ახლა სამეფო კლუბის ოთხიანი ვარ, ეს ჩემთვის საამაყოა, ვინაიდან ამ ნომრით ლეგენდარული ფერნანდო იერო და სერხიო რამოსი თამაშობდენ.

"მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ესპანეთის ჩემპიონობა და სხვა ყველა ტურნირზე, რაც შეიძლება შორს წასვლაა", - განაცხადა ავსტრიელმა.

კომენტარები: