იბრაჰიმოვიჩი: "მილანს" დიდი მონდომება აქვს"

03 დეკემბერი 2021, პარასკევი


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "მილანმა" ქულების დაგროვება უნდა გააგრძელოს და გადამწყვეტი მარტის თვე იქნება.

"ვაჩვენეთ, რომ ბოლო ორი წაგების შემდეგ მოგება გვინდოდა. გუნდს დიდი მონდომება აქვს და ახალგაზრდები მზად არიან თავგანწირივისთვის, ძალიან მოწყურებულები არიან, რომ გაიზარდონ და იმუშაონ. მათ აქვთ მიზნები და ამოცანები. ახლა მეტი გამოცდილება აქვთ. "როსონერში" რომ მოვედი, სხვა სიტუაცია იყო. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვიზრდებით.

როგორც შევცვალე გუნდი ასე სულ რაღაც ორ წელიწადში? უბრალოდ იბრასთან კონტრაქტის გაფორმებაა საკმარისია და ის მაგიას მოგიტანთ. ახლა სკუდეტოზე ვართ ორიენტირებული და როცა ყველა კონკურენტი ასე ახლოს გყავს, ეს უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს. სეზონი გრძელია და ყველაფერი მარტში გადაწყდება.

უნდა ვითამაშოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ", - განაცხადა ზლატანმა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 12 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა

კომენტარები: