ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესის დროებითი შემცვლელის ვინაობა დაასახელა

19 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


„ევერტონში“ რაფაელ ბენიტესის დროებითი შემცვლელი მისი ასისტენტი, დანკან ფერგიუსონი იქნება.

მერსისაიდული გუნდის ინფორმაციით, ფერგიუსონი გუნდს უახლოეს შეხვედრებში გაუძღვება იქამდე, სანამ ხელმძღვანელობა მწვრთნელის მოძიებას მოახერხებს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შოტლანდიელი ასეთ თანამდებობას იკავებს - 2019 წელს „ევერტონმა“ დანკანის ხელმძღვანელობით ოთხი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1 გამარჯვება მოიპოვა, ორჯერ ფრე ითამაშა და ერთხელაც დამარცხდა.

შემდეგ, ის ამ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტიმ ჩაანაცვლა, რომელიც ამ სეზონის დაწყების წინ თავისივე თხოვნით „ევერტონმა“ მადრიდის „რეალში“ გაუშვა და მის შემცვლელად რაფაელ ბენიტესი მოიყვანა.

ესპანელი ბენიტესი „ევერტონს“ ივლისიდან წვრთნიდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ის 16 იანვარს წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

19 მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაში მერსისაიდელები მე-16 ადგილს იკავებენ.

კომენტარები: