საგანგებო შეხვედრა დაინიშნა - სოლსკიაერის მომავალი უახლოეს საათებში გადაწყდება

21 ნოემბერი 2021, კვირა


„უოტფორდთან“ დღევანდელი მარცხის შემდეგ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის მომავალი კიდევ უფრო ეჭვქვეშ დადგა.

The Times-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ სასწრაფო და დაუგეგმავი შეხვედრა ჩანიშნა, რომელზეც განსახილველი თემა ოლე-გუნარ სოლსკიაერის მომავალი იქნება.

უახლოეს საათებში გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა ნორვეგიელი სპეციალისტი თანამდებობას ამ წარუმატებელი შედეგების ფონზე.

ხსენებული გამოცემის თქმით, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს, მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ზინედინ ზიდანი დაიყოლიოს, რომელიც მაისის ბოლოს „რეალიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში 4 მარცხი იწვნია და 17 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.


კომენტარები: