შედეგიანი ფრე დები დელა მადონინაში, რომელიც ყველაზე მეტად ნაპოლის აწყობდა

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


სერია ა-ს მე-12 ტურში დერბი დელა მადონინაში „მილანსა“ და „ინტერს“ შორის შედეგიანი ფრე დაფიქსირდა.

მატჩი „სან სიროზე“ გაიმართა და 1:1 დასრულდა.

მე-11 წუთზე „ინტერი“ ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით დაწინაურდა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

მე-17 წუთზე სტეფან დე ვრეიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 

მიუხედავად იმისა, რომ 27-ე წუთზე „ინტერმა“ მეორე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, მაყურებელს მატჩში მეტი გოლი აღარ უნახავს - ბურთთან ამჯერად ლაუტარო მარტინესი მივიდა, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა.

ამრიგად, „მილანმა“ სეზონში მეორე ფრე ითამაშა და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან - გუნდი 32 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ნაპოლის“ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

„ინტერი“ 25 ქულით მესამე პოზიციაზეა.


კომენტარები: