რონალდუმ კლუბის მესვეურებს სასურველი მწვრთნელი დაუსახელა - SKY SPORTS

18 იანვარი 2022, სამშაბათი


Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 36 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის მესვეურებს სასურველი მწვრთნელი დაუსახელა.

როგორც მოგეხსენებათ, რალფ რანგნიკი მხოლოდ სეზონის დასრულებამდე იქნება მწვრთნელი, შემდეგ კი ის კონსულტანტი გახდება, ამიტომ "იუნატიედს" ახალი მწვრთნელი სჭირდება.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუს 2 ფავორიტი სპეციალისტი ჰყავს და სურს, რომ მათ შორის ერთ-ერთი გახდეს "იუნაიტედის" დამრიგებელი: ზინედინ ზიდანი ან ლუის ენრიკე.

რონალდუ ფიქრობს, რომ 2015 წელს ტრებლის მომპოვებელი ენრიკა "იუნაიტედის" დონეს ერთი-ორად აამაღლებს და პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბებს კონკურენციას გაუწევს.

ხოლო რატომ სურს რონალდუს ზიდანი, ამაზე საუბარი მგონი საჭირო სულაც არ არის.


კომენტარები: