მორიგი სატრანსფერო ბრძოლა - "სიტი" "რეალის" სამიზინის დამატებით ინტერესდება

11 იანვარი 2022, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, კარგა ხანია, რაც ბორუსიას "დორტმუნდის" შემტევს ერლიგ ჰოლანდს სხავდასხვა ევროპულ გრანდებთან აკავშირებენ.

ამასთან დაკავშირებით, მანჩესტერ "სიტისთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა სემ ლიმ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, მომავალ ზაფხულს "ქალაქელები" ყველაფერს შეეცდებიან, რომ ნორვეგიელი ცენტრ-ფორვარდი მათ კლუბში აღმოჩნდენ.

ჟურნალისტის თქმით, პეპ გვარდიოლას გუნდმა იცის, რომ ერლინგის ინგლისურ კლუბში ტრანსფერი ძალიან რთული იქნება, მაგრამ "სიტი" ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

მარლთაც, 23 წლის მოთამაშის პრემიერ ლიგაში მოხვედრა რთული წარმოსადგენია, ვინდაიდან თავად ნორვეგიელმა განაცხადა, რომ მას ლალიგაში თამაში სურს. 

ასე და ამგვარად, ჰოლანდის დამატებას არა მარტო ესპანური, არამედ ინგლისური კლუბიც შეეცდება და თუ სად წავა ნორვეგიელი, ამას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.


კომენტარები: