"რეალმა" ჰოლანდის ალტერნატივა იპოვა - საინტერესო ვარიანტი

29 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


როგორც მოგეხსენებათ, ბორუსიას "დორტმუნდის" ცენტრ-ფორვარდი ერლიგ ჰოლანდი მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზენეა.

გამოცემა "El Nacional"-ის ცნობით კი, "ბლანკოსი" ნორვეგიელის ალტერნატივად "ფიორენტინას" შემტევს დუშან ვლაჰოვიჩს განიხილავს.

აღსანისნავია, რომ 21 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა "Transfermarkt"-ის მიხედვით 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ამასთანავე, სერბი მოთამაშე ძალიან კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში იტალიური კლუბის მაისურით 21 შევედრაში 18 გოლთან ერთად 2 ასისტიც მიითვალა.

ასე და ამგვარად, თუ ზაფხულში ერლინგის გადაბირება ვერ მოხერდა დიდი შანსია, რომ ვლაჰოვიჩმა კარიერა სამეფო კლუბში გააგრძელოს.

კომენტარები: