„რეალი“ საუდის არაბეთში გაემგზავრა

11 იანვარი 2022, სამშაბათი


„რეალის“ ფეხბურთელები საუდის არაბეთში გაემგზავრნენ.

აღსანიშნავია, რომ გუნდი ამ წუთებშიც ფრენის პროცესშია და დანიშნულის ადგილზე ჩასასვლელად 6 საათზე მეტი სჭირდება.

მადრიდელები საუდის არაბეთში თბილისის დროით დაახლოებით 00:30 საათზე იქნებიან.

ხვალ კარლო ანჩელოტი ფინალურ სესიას გამართავს, ასევე დაგეგმილია ჟურნალისტებთან შეხვედრა „ელ კლასიკოს“ წინა პრესკონფერენცია.

კომენტარები: