დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთეს ბენზემამ და მარსელომ "ელ კლასიკოს" წინ

11 იანვარი 2022, სამშაბათი


შეგახსენებთ, რომ ზეგ, თბილისის დროით 23:00 საათზე, მადრიდის "რეალი" სუპერ თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, მისი მოწინააღმდეგე კი "ბარსელონა" იქნება.

"სამეფო კლუბის" სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ გადატვირთული გრაფიკისა და ფეხბურთელების დაღლილობის გამო, გადაწყვიტა ელ კლასიკოსთვის კარგად მოსამზადებლად 10 იანვარი დასვენების დღე ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, მარსელო და ბენზემა საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდნენ და ინდივიდუალური ვარჯიშები ჩაატარეს.

გუნდის კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს კონდიციის შენარჩუნება სურთ. ბრაზილიელი თვლის, რომ მას დასვენება არ სჭირდება, ვინაიდან სათამაშო წუთებს ისედაც ნაკლებად იღებს

კომენტარები: