რამონ პლანესი: ეს არასამართლიანი შედეგია

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა "ელ კლასიკოს" წაგების (1-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუნდი კარგი იყო, პირველივე წუთიდან ძალიან კოლექტიურად ვთამაშობდით, მაგრამ შეტევაში იღბალი დაგვაკლდა.


ეს არასამართლიანი შედეგია. "რეალს" 3 შანსი ჰქონდა და 2 გოლი გაიტანა. ჩვენ რამდენიმე მომენტი შევქმენით.


არ გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებიც ადრე გვყავდა. გუნდი რეკონსტრუქციის პროცესშია.


- განაცხადა პლანესმა.

კომენტარები: