ანჩელოტი: "მბაპეს შესახებ არაფრის თქმა შემიძლია"

05 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


მადრიდის "რეალის" სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ "ალკოიანოსთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"სამეფო თასის მატჩებს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ამ ტიტულის აღმართვა გვსურს. ხვალინდელ შეხვედრაში სრული კონცენტრაცია გვმართებს.

ხეტაფესთან გამართულ დაპირისპირებაში ბენზემა, მოდრიჩი, კურტუა და მენდი გადაიტვირთნენ, 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მათ დასვენების საშუალებას მივცემ.

მბაპეს შესახებ არაფრის თქმა შემიძლია, მიმაჩნია, რომ იანვარში მისი ჩვენთან ხილვა წარმოუდგენელია.

არ ვფიქრობ ამ თვეში გუნდი რომელიმე ფეხბურთელმა დატოვოს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 31 იანვრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

გასულ წელს რეალმა ყველასათვის მოულოდნელად წააგო ალკოიანოსთან და ტურნირს გამოემშვიდობა. შეცდომების გამეორებას არ ვაპირებთ.

ხეტაფესთან მარცხი ძვირად დაგვიჯდა, ვინაიდან სევილიამ გამარჯვება მოიპოვა და მოგვიახლოვდა, ვითარების შეცვლა გვმართებს, ქულები არ უნდა დავკარგოთ" - განაცხადა ანჩელოტიმ.

კომენტარები: