მორიგი მცდელობა - რა გზას მიმართა "პსჟ"-მ მბაპეს გუნდში დარჩენისთვის

09 იანვარი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, არაერთი წყარო მადრიდის "რეალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს "პარის სენ-ჟერმენთან" აკავშირებდა.

"RMC Sport"-ის ჟურნალისტის დანიელ რიოლოს ცნობით, დიდი შანსია, რომ ზიზუ სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს თავკაცი გახდეს.

როგორც წყარო იუწყება, ზიდანის მწვრთნელად დანიშვნას სხვა დატვირთვაც ექნება, კერძოდ პარიზელებს სჯერათ, რომ ფრანგი სპეციალისტი კილიან მბაპეს აზრს
შეაცვლევინებს და კლუბში დატოვებაზე დაითანხმეს.

თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ 23 წლის ვარსკვლავი მომავალ ზაფხულს "ბლანკოსის" რიგებს შეუერთდება.

ამასთანავე, მბაპეს კლუბის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და პარიზელების არაერთი ფანტასტიკური შემოთავაზებაც უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ახალგაზრდა ფრანგ მოთამაშეს მომავალ ზაფხულს უფასოდ დაიმატებენ და 6 წლიან კონტრაქტსაც შეთავაზებენ.

კომენტარები: