Sport: ლა ლიგა ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად მზადაა

07 იანვარი 2022, პარასკევი


სავარაუდოდ, დღეს, ფერანი ტორესი "ბარსელონას" სრულფასოვანი წევრი გახდება.

ფილიპე კოუტინიოს "ასტონ ვილაში" გადასვლა დროის საკითხია. მისი ტრანსფერის შემდეგ, სახელფასო ლიმიტი "ბარსელონას" ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. Sport-ის ცნობით, ლა ლიგა კოუტინიოსა და ტორესის ტრანსფერების ყველა დოკუმენტს ფლობს. ორგანიზაცია ბრაზილიელის ტრანსფერის საბოლოოდ დასრულებას ელოდება, რათა ფერანი "ბლაუგრანას" ფეხბურთელად დაარეგისტრიროს.

"ბარსას" მომდევნო თამაში ხვალ, "გრანადას" წინააღმდეგ, ელის. შესაძლოა, ფერანმა ამ მატჩში მონაწილეობის მიღება შეძლოს, თუმცა, კოვიდინფიცირებისა და ტრავმის გათვალისწინებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.


კომენტარები: