კოუტინიო "ასტონ ვილასთან" ერთ ნაბიჯშია - დეტალები

07 იანვარი 2022, პარასკევი


ფილიპე კოუტინიო "ასტონ ვილაში" გადაბარგებასთან ერთ ნაბიჯშია, - იტყობინება Sport.

ერთადერთი, რაც შეთანხმებას აკლია, არის კლუბების მოლაპარაკება გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე.

წყაროს თანახმად, კოუს თავისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად ბირმინგემული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა პირადად დაურეკა.

როგორც ჩანს, ბრაზილიელის დასარწმუნებლად ეს ზარი გადამწყვეტი იყოს.

29 წლის ნახევარმცველის "ვილა პარკზე" გაშვება "ბლაუგრანას" მისცემს შესაძლებლობას, რომ ფერან ტორესი ლა ლიგაში დაარეგისტრიროს.

მაშასადამე, ტრანსფერის დადასტურებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ, თუ პროცესში ფილიპეს ძველი მსურველები,  "არსენალი" და "ტოტენჰემი" არ ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზ

კომენტარები: