კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემი შვილი მუდამ ამას მთხოვს"

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა და ამასთან ერთად, კლუბის აკადემიაში მისი შვილი, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი ჩაირიცხა.

MEN-ის ინფორმაციით, უმცროსი კრიშტიანუ "იუნაიტედის" 12-წლამდელთა გუნდში თამაშობს კაი რუნისთან და სხვა ტალანტებთან ერთად.

ამ საკითხის შესახებ კრიშტიანუმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯუნიორს მამასთან ერთად სურს პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.

"ჩემი შვილი მუდამ მეუბნება - მამა, კიდევ რამდენიმე წელი მოითმინე. მე მინდა, რომ შენთან ერთად ვითამაშო", - განცხადა რონალდუმ.

ამისთვის, კრიშტიანუს კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 41 წლამდე მოუწევს თამაში, რაც მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე გამორიცხული ნამდვილად არ არის.


კომენტარები: