„ინტერს“ კანტეს შეძენა სურს

16 აგვისტო 2020, კვირა
67

„ინტერის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, მთავარი სამიზნე „ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე იქნება - გვამცნობს Gazzetta dello Sport.

წყაროს მტკიცებით, „არისტოკრატები“ მზად არიან იტალიური კლუბის წინადადება განიხილონ. კანტეს გადაბირება „ინტერის“ მთავარი მწვთნელის, ანტონიო კონტეს პირადი სურვილი ყოფილა. ის კანტესთან ერთად „ჩელსიში“ მუშაობდა.

გასულ სეზონში კანტემ „ჩელსის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა.

კომენტარები: