ფეხბურთელები, რომლებსაც ბაიერნი ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს

16 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


ცნობილი გახდა, რა გეგმები აქვს "ბაიერნს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის. Bild-ის ცნობით, მიუნხენური კლუბის ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, გახანგრძლივდება თუ არა კონტრაქტები თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან და გარემარბ კინგსლი კომანთან.

თუ ამ ფეხბურთელების მომავლის განხილვისას სირთულეები წარმოიქმნება, მაშინ "ბაიერნის" ალტერნატივა დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი და "ბარსელონას" ნახევარმცველი უსმანე დემბელეა.

გარდა ამისა, ბაიერნს აქვს ე.წ. "გეგმა C". თუ ლევანდოვსკისა და კომანთან კონტრაქტები ვერ განახლდება და ჰოლანდიისა და დემბელეს ტრანსფერები ჩაიშლება, მიუნხენის გუნდი განიხილავს "ინტერის" თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს.

ამის გარდა, "ბაიერნის" სატრანსფერო სიაში არის "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლახოვიჩის ან "იუვენტუსის" ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შეძენის ვარიანტიც.


კომენტარები: