"ორი ნათლია მყავს და ერთს არ უცდია ნამდვილად მამაჩემის მოკვლა! - სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ" - თორნიკე დავითაშვილი

24 დეკემბერი 2021, პარასკევი


"ორი ნათლია მყავს და ერთს არ უცდია ნამდვილად მამაჩემის მოკვლა! - სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ" - თორნიკე დავითაშვილი


გარდაცვლილი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის ვაჟი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნათლული თორნიკე დავითაშვილი "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში ექსკლუზიური ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ის მიხეილ სააკაშვილით დიდად არ ამაყობს.

როგორც ის გადაცემაში "ჩაი" სტუმრობისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ის ძალიან ამაყობს მეორე ნათლიით.

"სულ ორი ნათლია მყავს, პირველი ნუ ყველაზე ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი, რომლითაც მე დიდად არ ვამაყობ, რომ ნათლიაჩემია და ძალიან დიდხანს ვითხოვდი, რომ გადანათლა არ არსებობ თქო, იმიტომ, რომ ბავშვობაშიც არ არის მარტივი, როდესაც ასეთი ნათლია გყავს მითუმეტეს, როცა მამაშენი მამაშენია, მაგრამ მეორე ნათლია ვინც მყავს, მისით ძალიან ვამაყობ. ნონა წოწორია ჩემი მეორე ნათლია და ის სტრასბურგში იყო საქართველოს წარმომადგენელი და ბევრი ნაბრძოლი აქვს იქ საქართველოსთვის.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ ნათლიების მიმართა, დავითაშვილი ამბობს: "ერთს არ უცდია ნამდვილად მამაჩემის მოკვლა."


კომენტარები: