რონალდუ ისევ შეიცვლის კლუბს!? - კრიშტიანუს სერიოზული მსურველი ჰყავს

23 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრწყინვალე ფორმით და თავისი ნამდვილი სახით დაბრუნდა, მაგრამ იქ კი სულ სხვა გუნდი დახვდა.

"წითელი ეშმაკები" ცუდად გამოიყურებიან და პრემიერ ლიგის ტიტული უკვე ფაქტობრივად დაკარგეს, ჩემპიონთა ლიგის პერსპექტივებიც არც თუ ისე ნათელია.

სწორედ ამიტომ, მედიაში კრიშტიანუს ოლდ ტრაფორდიდან აბარგებას განიხილავენ, მსურველები კი უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის "პარი სენ-ჟერმენიც".

El Nacional-ის თქმით, პარიზული კლუბი კილიან მბაპეს გარეშე ცხოვრებისთვის ემზადება, ამიტომ მათ ფრანგი სუპერვარსკვლავის კარგად ჩანაცვლება სურთ, მთავარი კანდიდატი კი რონალდუა.

მბაპე "რეალის" გზას ადგას და ეს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, ამიტომ ფრანგები რონალდუსთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან.

არის ალბათობა, რომ 2022 წლის ზაფხულიდან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თანაგუნდელები გახდნენ, რაც ნამდვილად შესანიშნავი სანახავი იქნება.

კომენტარები: