ჰოლანდი თუ მბაპე და რატომ - იან რაშის რჩევა "ლივერპულს"

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


ბევრის აზრით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მბაპე კარიერას "რეალ მადრიდში" გააგრძელებს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი უკვე წლებია "ლივერპულსაც" უკავშირდება და არის შანსები, ის ენფილდზე ვიხილოთ.

ფანები კი, რა თქმა უნდა, ამაზე ოცნებობენ, ის ხომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ტალანტად ითვლება. მის კონკურენტ, ჰოლანდსაც ხშირად უკავშირებენ მერსესაიდულ კლუბს.

ერთ-ერთი მათგანის ხილვა მაინც "ლივერპულის" მაისურში შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა არჩევანის საშუალება რომ გვქონდეს, იან რაშის აზრით, მბაპე უნდა ავირჩიოთ. მისი თქმით:

"ახალგაზრდობის მიუხედავად, მბაპე უბრალოდ დაფრინავს. ჰოლანდიც გოლებს-გოლებზე იტანს, თუმცა მბაპე "ლივერპულს" ბევრად უკეთესად მოუხდებოდა, თან ის დღითიდღე უმჯობესდება. ჰოლანდი ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომ მომენტი უნდა შეუქმნა. მბაპე კი ამასთან ერთად შესანიშნავი შემქმნელიც არის."

კომენტარები: