მაროტა: "საინტერესო იქნებოდა იკარდის ხილვა იუვენტუსში"

21 დეკემბერი 2021, სამშაბათი


მილანის "ინტერის" დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ინტერმა" არგენტინელი "პსჟ"-ს მიჰყიდა და მას ტრანსფერში განსაკუთრებული პუნქტი იდო, რომელიც "ნერაძურის" დამატებით ფულს მოუტანდა, თუ ის სერია ა-ს სხვა კლუბში დაბრუნდებოდა.

ამავდროულად, მაროტას თქმით, იკარდის დაბრუნება სერია A-ს სარგებელს მოუტანს, რომელსაც უმაღლესი დონის მოთამაშეები აკლია. იტალიელის კომენტარი ასეთია:

"ამ დროისთვის სერია ა არ არის ელდორადო, როგორც ეს იყო 1990-იან წლებში, ასე რომ, ეს უფრო გარდამავალი ლიგაა, სადაც ხშირად ვხედავთ ხარისხიანი მოთამაშეების წასვლას", - განუცხადა მაროტამ RAI Sport 90 Minuto-ს.


კომენტარები: