იკარდის გუნდის გამოცვლა სურს

14 ნოემბერი 2021, კვირა


ფრანგული მედია იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ მაურო იკარდის გუნდის გამოცვლა სურს.

GFFN-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს გადასვლა სურს შედარებით “წყნარ” კლუბში, რომლის რიგებში თამაშისას მეუღლესთან და შვილებთან საურთიერთოდ უფრო მეტი დრო დარჩება. არგენტინელმა ფეხბურთელმა მეუღლესთან მომხდარი სკანდალის შემდეგ ოჯახის შენარჩუნების მიზნით მთელი აქტივები და შემოსავალი ვანდა ნარას გადაუფორმა. საბოლოოდ, წყვილი შერიგდა.

მაურო იკარდიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 11 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი მიითვალა


კომენტარები: