"არ გამოვრიცხავ, რომ ინტერმა მესის შეძენა უკვე სცადა და კიდევ ეცდება", - გუნდის ყოფილი ექს-პრეზიდენტი

25 აგვისტო 2020, სამშაბათი


„ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა, მასიმო მორატიმ, გუნდის მიერ ლიონელ მესის შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

„ინტერს“ მესის უკავშირებენ. ერთხელ, თქვენ მისი შეძენა უკვე სცადეთ. ფიქრობთ, რომ „ინტერს“ მისი შეძენა შეუძლია?

დავუშვებ იმასაც, რომ „ინტერმა“ ამის გაკეთება უკვე სცადა. Suning-ის რეკლამა ვნახე, მესის სილუეტით. ეს მაფიქრებს, რომ ისინი მის შეძენას უკვე ცდილობდნენ და ვფიქრობ, რომ კიდევ ეცდებიან.

„ინტერის“ ქომაგებს შეუძლით, მესიზე ოცნებას შეუდგნენ?

ეჭვგარეშეა, რომ ფინანსურად, ეს ძალიან რთული გარიგება იქნება. მაგრამ, ყველაზე დიდი სირთულე - მესის წასვლაში დარწმუნებაა. უნდა იცოდე, ნამდვილად აპირებს თუ არა ის „ბარსელონადან“ წასვლას, ამაში დარწმუნებული არ ვარ.“ - აღნიშნა მორატიმ.

კომენტარები: