რეშფორდი: "რეალის და ბარსელონას დიდი გულშემატკივარი ვარ"

20 დეკემბერი 2021, ორშაბათი


რამდენიმე ესპანურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკუს რეშფორდის უფასოდ დამატებით კატალონიის "ბარსელონა" და "პსჟ" არიან დაინტერესებულები.

24 წლის ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით The Guardian-მა დაუსვა შეკითხვა:

"არასდროს ვიტყვი არას. სხვა გუნდი იუნაიტედის გარდა? მე რეალისა და ბარსელონას დიდი გულშემატკივარი ვარ, რადგანაც მათ ყოველთვის დიდებული ფეხბურთელები ყავდათ და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ."- განაცხადა რეშფორდმა.

მიმდინარე სეზონი რეშფორდისთვის არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს, მან მხოლოდ 2 გოლის გატანა და 1 ასისტის გაკეთება მოახერხა.


კომენტარები: