კარიერაში პირველად - მბაპემ ნაკრებში პირადი რეკორდი დაამყარა

17 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


საფრანგეთის ნაკრების და „პსჟ-ს“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, მუნდიალის ევროპული შესარჩევის ბოლო ტურში ფინეთის კარში მოახერხა გოლის გატანა.

ამრიგად, 22 წლის ფორვარდმა ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

იქამდე, მბაპემ ბელგიას (3:2), ესპანეთს (2:1) და ყაზახეთს (8:0 - პოკერი) გაუტანა გოლები.

ზედიზედ ოთხ სანაკრებო მატჩში გოლის გატანა მბაპემ კარიერაში პირველად მოახერხა. 

საინტერესოა, რომ გუშინდელი მატჩი მბაპესთვის პროფესიონალურ კარიერაში უკვე მე-300 იყო და მას ამ დროისთვის 189 გოლი და 95 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარები: