როგორ გრძნობს კავანი თავს - შეძლებს თუ ვერა ურუგვაელი "ჩელსისთან" თამაშს

27 ნოემბერი 2021, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ედინსონ კავანიმ თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ამ სანაკრებო პაუზის დროს მქონდა შესაძლებლობა, რომ გავჩერებულიყავი და ყურადღება ჩემი ტრავმისთვის მიმექცია.

ამით შევძელი, რომ ჩემი მკურნალობა დამეჩქარებინა და კლუბისთვის და ნაკრებისთვის, რაც შეიძლება მალე ვყოფილიყავი ხელმისაწვდომი.

ამ დროის განმავლობაში რამდენიმე დღე ურუგვაიში გავატარე და იქ ვმკურნალობდი. ასევე ვნახე ჩემი ოჯახიც, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა კავანიმ.

სავარაუდოდ ედინსონ კავანი "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მის დაბრუნებას "არსენალის" წინააღმდეგ ელიან.


კომენტარები: