კიდევ ერთი "მანჩესტერელი" ბრაზილიაში!? - მოულოდნელი სიახლე

15 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


ედინსონ კავანის ძმამ და კავანის აგენტმა უოლტერ გუგლიელმონემ განაცხადეს, რომ შესაძლებელია ედინსონ კავანი უახლოეს მომავალში ბრაზილიაში ვიხილოთ.

კავანის მიმართ ინტერესს ბრაზილიის ერთ-ერთი ძლიერი კლუბი "კორინთიანსი" იჩენს. გუგლიელმონემ ამის შესახებ Globo Esporte-სთან ისაუბრა.

"ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ და წასვლის ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ. 

ცხადია, თუ რომელიმე კლუბი ბრაზილიიდან კარგი პროექტით დაგვიკავშირდება, ჩვენ ყველას მოვუსმენთ. ჩემი ვალდებულებაა, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი კავანის გავუგზავნო."- განაცხადა გუგლიელმონემ.

კომენტარები: