"რეალში" წილისყრის შედეგებს გამოეხმაურნენ - ოფიციალური განცხადება

14 დეკემბერი 2021, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი" 1/8 ფინალურ ეტაპზე "პარის სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, "ბლანკოსის" სპორტულმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ "RMTV"-სთან კომენტარი გააკეთა.

"დაუჯერებელი და სამწუხარო იყო ის, რაც დღეს მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ წილისყრას მილიონობით ადამიანი ელოდებოდა.

"პსჟ"? მეტოქე ძლიერია, თუმცა ვიცით რას ნიშნავს ეს ტურნირი კლუბისთვის და მაყურებლისთვის. დარწმუნებილი ვარ, რომ "რეალი" ფრანგების წინააღმდეგ ორ
შესანიშნავ მატჩს გამართავს" - განაცხადა ესპანელმა.

კომენტარები: