"ფეხბურთელები უფრო მამაცები უნდა იყვნენ" - ჩავი "ოსასუნასთან" მატჩის წინ

12 დეკემბერი 2021, კვირა


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ოსასუნასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"ოსასუნასთან" რთული მატჩი გველოდება, რადგან ეს გუნდი თავს 5 ფეხბურთელით ძალიან კარგად იცავ.

ლიუკ დე იონგი მისაბაძი პროფესიონალია. ის ვარჯიშებზე იხარჯება და ჩვენთვის რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზება შეუძლია. უნდა მოვირგოთ ის, რაც ახლა არსენალში
გვაქვს, დე იონგი კი ძალიან გამოგვადგება.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ალბას ტრავმა მძიმე არაა და ვიმედოვნებ, რომ ის "ელჩესთან" შეხვედრისთვის მზად იქნება. მემფისი გვაკლია, რადგან ამ სეზონში მას ყველა წუთი აქვს ნათამაშები.

"ბაიერნთან" მატჩს თავიდან ვუყურე და ის გავაანალიზე. ვფიქრობ, რომ თუ თამაშს ცოტათი მეტად გავიგებთ, შორს არ ვართ იქიდან, სადაც ყოფნა გვსურს.

ჩემი აზრით, ეს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური საკითხია. ფეხბურთელებს მოვუწოდებ, რომ მამაცები იყვნენ და მეტი გაბედონ.

იანვრის ტრანსფერები? სახელფასო ჭერი ძალიან გვზღუდავს, მაგრამ ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ.

ვნერვიულობ, მაგრამ სამუშაოთი ძალიან დაკავებული ვარ. გუნდის ემოციური მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ.

ბენაიგესი? ეს ძალიან რთული ამბავია. ალბერტს დიდი ხანია ვიცნობ და მსგავსი რამ არასდროს მსმენია". - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ნავარულ-კატალონიური ჯახი ხვალ, 19:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები: