"თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოთვლის თავის დანაშაულებს შევრიგდებით და...."-კობახიძე

11 დეკემბერი 2021, შაბათი


"თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოთვლის თავის დანაშაულებს შევრიგდებით და...."-კობახიძე

ინიციატივა ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ შერიგება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ შერიგებას მათ შორის პოლიტიკაში აქვს წინაპირობები და ამის წინა პირობა არის სინანული და მონანიება, საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია – გამოდის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოს და პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა – ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით, ალბათ ამას გულისხმობდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა.


კომენტარები: