"ჩელსის" ვარსკვლავი "რეალს" უახლოვდება - მოლაპარაკებები უკვე შედგა

09 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, ანტონიო რუდიგერს მადრიდის "რეალს" აქტიურად უკავშირებდნენ.

ბრიტანული გამოცემა The Independent გერმანელის "სამეფო კლუბში" ტრანსფერის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთლის ძმა და აგენტი "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ტოტენჰემმაც" გამოიჩინეს ინტერესი რუდიგერის მიმართ, თუმცა გერმანელ ფეხბურთელს სწორედ მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.

კომენტარები: