"რონალდუმ მანჩესტერში გამარჯვებულის მენტალიტეტი დააბრუნა", - ფრედი

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


"მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ფრედ სანტოსმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერისა და მისი გავლენის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კრიშტიანუ რონალდუ ძალიან დადებითად მოქმედებს გუნდზე. რა თქმა უნდა, პირველ მატჩებში ჩვენთვის ადვილი არ იყო, რამდენიმე მარცხი მივიღეთ", - ამბობს ფრედი ESPN-სთან.

ვფიქრობ, რომ კრიშტიანომ ძალიან დადებითი გავლენა იქონია გუნდზე, რადგან გასახდელის გაზიარება და ვარჯიში ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელთან, როგორიც კრიშტიანუა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან რთულია მწვერვალზე ასვლა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იქ დარჩენა, კრიშტიანუ მწვერვალზე რჩება, რადგან ამისთვის მუშაობს. ჩემთვის პატივია მასთან მუშაობა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

კომენტარები: