"პენსიამდე თამაში არ მინდა", - დი მარიამ დაასახელა კლუბი, რომელშიც კარიერის დასრულება სურს, თუ პსჟ-დან წასვლა მოუწია

06 დეკემბერი 2021, ორშაბათი


პსჟ-ს“ შემტევმა ანხელ დი მარიამ კარიერის „პარკ დე პრენსზე“ დასრულების სურვილი გამოთქვა.

„მინდა პარიზში დავრჩე და კარიერა აქ დავასრულო, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში და ქალაქში, ისევე როგორც ჩმი ოჯახი. ბავშვები ყველაფრით კმაყოფილები არიან, სკოლაც მოსწონთ.

თუ „პსჟ-დან“ წასვლა მომიწევს, არგენტინაში ვისურვებდი დაბრუნებას და კარიერის „როსარიო ცენტრალში“ დასრულებას.

თუმცა, პენსიამდე თამაში არ მსურს. მინდა, კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებოდე.“ - აღნიშნა არგენტინელმა ვინგერმა.


კომენტარები: