"ნეიმარმა 10 ნომერი შემომთავაზა, თუმცა.." - რატომ აიღო მესიმ 30-ნომრიანი მაისური

05 დეკემბერი 2021, კვირა


"პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ, ლეო მესიმ სათამაშო ნომერი შეიცვალა და ათიანის მაგივრად 30-ნომრიანი მაისური მოირგო.

არგენტინელმა ვარსკვლავმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიმარმა მას 10-ნომრიანი მაისური შესთავაზა:

"ათიანი ნეიმარის განკარგულებაში იყო, გადმოსვლის შემდეგ ნომრის შეთავაზება კი მისი მხრიდან დიდებული ჟესტი იყო. ამას ველოდი კიდეც, რადგან მე და ნეის ერთად აქამდეც გვითამაშია და ვმეგობრობთ.

ვიფიქრე, რომ სამართლიანი იქნებოდა, თუ ამ ნომერს ნეიმარი დაიტოვებდა, მე კი ის ავირჩიე, რომელიც ძალიან მომწონდა
", - განაცხადა არგენტინელმა ვარსკვლავმა France Football-თან საუბრისას.


კომენტარები: