“ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის... რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც“ - გიული ალასანია

02 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


“ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის... რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც“ - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე ძალიან სასაცილოა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც, ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, - განაცხადა ალასანიამ.


ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.



კომენტარები: