რამოსი: "ჩემთვის მესი ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, თუ არა საუკეთესო"

01 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა თანაგუნდელ ლიონელ მესისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

მოგეხსენებათ, ორივე მათგანი პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების წინ უფასოდ შეუერთდა - 35 წლის ესპანელი "რეალიდან", 34 წლის არგენტინელი კი - "ბარსელონადან".

"ჩემთვის ლეო ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, თუ არა საუკეთესო", - ციტირებს რამოსის სიტყვებს Mundo Deportivo.

"და ის, რომ მესი ჩვენთან არის, გუნდს ფასეულობას სძენს", - თქვა გამოცდილმა ესპანელმა უკანახაზელმა Amazon Prime Video-სთან ეთერში.

აღსანიშნავია, რომ მესიმ გუშინ კარიერაში მეშვიდედ მოიგო "ოქროს ბურთი", ლეომ მეორე ადგილზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი") 33 ხმით აჯობა.


კომენტარები: