"ფანებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ არ ვნერვიულობდი" - აბრაჰამმა "რომას" მოაგებინა

29 ნოემბერი 2021, ორშაბათი


"რომას" სერია ა-ს მე-14 ტურის მატჩში გამარჯვება ინგლისელმა ტამი აბრაჰამმა მოუტანა, რომელმაც "ტორინოს" კარი ჰენრიკ მხითარიანის გადაცემის შემდეგ აიღო.

გოლამდე კი იყო მომენტი, როდესაც აბრაჰამი პენალტის შესრულების ნებართვას 5 წუთის მანძილზე ელოდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაწყვიტა, რომ თერთმეტმეტრიანის ეპიზოდისას ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ტამიმ მატჩის შემდგომ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"როგორც აქ მოსვლისას ვთქვი, ეს კლუბი ძალიან მიყვარს. ისინი ოჯახის წევრივით მექცევიან. არაფერია შენი ფანების წინ გოლის გატანასა და გამარჯვებაზე უკეთესი შეგრძნება!

როცა პენალტის შესრულებას აპირებ და მომენტი ასე იწელება, მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფანებისთვის რამდენიმე ფინტი მეჩვენებინა, რათა დამემტკიცებინა, რომ არ ვნერვიულობ.

მომეცით სამი თვე და ჩემი შემდეგი ინტერვიუ იტალიურ ენაზე იქნება!" 
- თქვა ტამიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა შემტევმა ხუთშაბათს "ზორიას" დუბლი შეუსრულა და "ჯალაროსის" კონფერნესლიგაზეც მოაგებინა. 24 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება სერი ა-ს ცხრილს, "რომა" იქ მეხუთე ადგილზეა დამკვიდრებული.


კომენტარები: