კომპრომისი ბარსელონაში გადასვლის ფასად - სტერლინგი არჩევანის წინაშეა

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


ბარსელონა" ზამთრისთვის "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის იჯარით დამატებაზე კვლავ ფიქრობს. მოგეხსენებათ, 26 წლის ინგლისელი "ქალაქელთა" რიგებში წლიურად დაახლოებით 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მანჩესტერელები მზად არიან არენდის მანძილზე რაჰიმს ანაზღაურების ნახევარი გადაუხადონ, რადგან სეზონის პირველ ნაწილს პრემიერ ლიგაში გაატარებს. ასე და ამგვარად, "ბლაუგრანას" სტერლინგისთვის 9 მილიონის გადახდა მოუწევს.

მიუხედავად ამისა, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ პირობებზე წასვლის შემთხვევაში, "ბარსას" იანვარში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა აღარ ექნება.

ამიტომაც, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" სტერლინგს ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას სთხოვენ, თუმცა ბონუსების დახმარებით ანაზღაურებას ჰპირდებიან.


კომენტარები: